109 წლის წინ ნინო რამიშვილი დაიბადა. ბალეტის მსახიობი, ბალეტმაისტერი, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე ნინო რამიშვილი 1910 წლის 19 იანვარს დაიბადა.
ილია სუხიშვილთან ერთად ჩამოაყალიბა ახლანდელი ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასი. იყო მისი წამყვანი მოცეკვავე, ქორეოგრაფი და სამხატვრო ხელმძღვანელი. დიდი ღვაწლი დასდო ქართული ცეკვის პოპულარიზაციას. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.