თბილისის მერია ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, აღნიშნულის შესახებ განცხადება დედაქალაქის მერმა გააკეთა. როგორც კახა კალაძემ განმარტა, საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები.
„კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს და თბილისი მერიის, მთელი ჩვენი გუნდის სახელით აღვუთქვამ სრულ მხარდაჭერას ამ მძიმე წუთებში. როგორც კი დასრულდება საგამოძიებო მოქმედებები და მოგვეცემა დანგრეულ შენობებში შესვლის უფლება, მაშინვე დავიწყებთ აღდგენით სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
ყველაფერს ეშველება, ყველაფერი აღდგება, ანაზღაურდება, მაგრამ, სამწუხაროდ, უკან ვერ დავიბრუნებთ გარდაცვლილი ადამიანების სიცოცხლეს. ამ ფაქტმა მთელი საზოგადოება შეძრა, უამრავმა ადამიანმა გამოთქვა დაზარალებულთა დახმარების სურვილი", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.