დიდ დიღომში ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი დედა-შვილის ცხედრები ექსპერტიზის შემდეგ სახლში დღეს საღამოს გადაასვენეს.
36 წლის ნათია ციცვიძის და მისი 4 წლის ვაჟის ცხედრები მთაწმინდაზე იმ ბინაში მიასვენეს, სადაც ოჯახი წლების მანძილზე, ახლადშეძენილ სახლში გადასვლამდე ცხოვრობდა.
გარდაცვლილის ნათესავების თქმით, ოჯახი ბინის მშენებლობის დასრულებას და ახალ სახლს რამდენიმე თვის განმავლობაში ელოდა. ხოლო საცხოვრებლად ავთანდილის ქუჩაზე ახალი წლის წინ გადავიდნენ.