აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე თინა ქეიდანაუ საქართველოში აშშ-საქართველოს შორის გაფორმებული ქარტიის წლიური შემაჯამებელი მოსამზადებელი სამუშაოს გამო ჩამოდის. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდ ამერიკის დეპარტამენტის დირექტორმა ოთარ ბერძენიშვილმა განუცხადა.
"ქეიდენაუ თბილისს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა, რომლის ფარგლებში პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ გილაურთან და მინისტრის პირველ მოადგილე გიგა ბოკერიასთნ შეხვედრას გამართავს. შეხვედრაზე მხარეები ქარტიის წლიური შემაჯამებელი შეხვედრის საკითხებს განიხილავენ", _ განაცხადა ბერძენიშვილმა.
მისი თქმით, ქარტიის ფარგლებში შემაჯამებელი შეხვედრა უახლოეს პერიოდშია დაგეგმილი.