საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსი ოკუპანტების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ომის შემდეგ საქართველო აგრძელებს განვითარებას. ომისგან დაზარალებულმა ქართველებს აქვთ საცხოვრებელი პირობები, ხოლო რუსი ოკუპანტი ჯარისკაცები დღემდე კარვებში ცხოვრობენ. პრეზიდენტის აზრით, სწორედ აქ არის განსხვავება საქართველოსა და რუსეთს შორის. ამის შესახებ პრეზიდენტმა წეროვანში სტუმრობისას განაცხადა, სადაც საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური ნივთების ქართულ-შვეიცარიული საწარმო დაათვალიერა.
"ოკუპანტები წარმოადგენენ უზარმაზარი რესურსების ქვეყანას, აქვთ დიდი შემოსავლები, მაგრამ როგორც ცხოვრობდნენ მათხოვრულად, ასევე გააგრძელებენ ცხოვრებას. მე ვლაპარაკობ ოფიცრებსა და ჯარისკაცებზე. მათ დაინახეს, როგორ აშენდა წეროვანში სახლები, როცა თვითონ დღემდე კარვებში ცხოვრობენ; დაინახეს როგორ დავამუშავეთ მიწა ამერიკელების დახმარებით, როგორ მოვიყვანეთ ხორბალი და როგორ გაუჩნდათ დევნილ ოჯახებს შემოსავლის წყარო. ახლა დაინახავენ, რომ ამ მთაზე დიდი ქარხანა აშენდება. ერთი სიტყვით, რა მიიღეს და რა მოიგეს მათ და როგორ ვითარდება საქართველო - აი აქ არის განსხვავება, რასაც ჩვენ ვქმნით", - განაცხადა პრეზიდენტმა