დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩის მცხოვრებლები, "ყაზტრანსგაზს" უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, "ყაზტრანსგაზი" კორპუსში არსებული გაზის სუნის გამო, ჯერ კიდევ დღის პირველ ნახევარში გამოიძახეს, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებმა რეაგირება არ მოახდინეს.
აფეთქება ახლად აშენებული კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. სრულად დანგრეულია მე-6ე სართულზე მდებარე ბინა, სადაც, სავარაუდოდ აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად სამი ადამიანია დაღუპული. არიან დაშავებულებიც, რომლებიც სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. აფეთქების ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალისტიკურის მოძრავი ლაბორატორია შევიდა. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობას დაიწყებენ. მობილიზებულია სამაშველო სამსახური, სამედიცინო ბრიგადები, რომლებსაც დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში ყოველ წუთს გადაჰყავთ.