გურამ საღარაძის გარდაცვალებიდან 6 წელი გავიდა. ცნობილი ქართველი მსახიობი გრამ საღარაძე 2013 წლის 17 იანვარს საკუთარ სახლში, თბილისში, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
საქართველოს სახალხო არტისტი (1973), სსრკ სახელმწიფო (1979) შოთა რუსთაველის სახელობის (1976) და საქართველოს სახელმწიფო (1999წ) პრემიების ლაურეატი.
1951 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი და ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში. როლები: სოსო (ო. იოსელიანის „ადამიანი იბადება ერთხელ“), თესევსი, მასახარა და იულიუს კეისარი (შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი“, „მეფე ლირი“ და „იულიუს კეისარი“) , ჰეილი (მილერის „სეილემის პროცესი“), ტიპოტესკუ (კარაჯალეს „დაკარგული ბარათი“), დურსუნი და ჭეიშვილი (ნ. დუმბაძის „მზიანი ღამე“ და საბრალდებო დასკვნა), მინდია (გამსახურდიას „ხოგაის მინდია“), შე ფუ, თავადი ყაზბეგი, ეფრეიტორი, ბერი (ბრეხტის „სეჩუანელი კეთილი ადამიანი“ და „კავკასიური ცარცის წრე“), ტომი (ტ. უილიამზის „შუშის სამხეცე“), გიორგი ჯაფარიძე (რ. თაბუკაშვილის „რაიკომის მდივანი“), უჩა (თ. ჭილაძის „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“, შერიფი (რ.იბრაგიბეკოვი "დაკრძალვა კალიფორნიაში, დადიანი (კარლო გოლდონი, „მშვენიერი ქართველი ქალი“) თამაშობდა "თეატრალურ სარდაფში" კურტი (ა.სტრინდბერგის "სიკვდილის როკვა") და კლავდიუსი (შექსპირის "ჰამლეტი)
საღარაძე ემოციური, ფართო დიაპაზონის მსახიობი და მხატვრული კითხვის ოსტატია. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით.
2006 წლის 13 ნოემბერს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა გურამ საღარაძის ვარსკვლავი.