ბობი ფიშერის გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდა. ამერიკაში დაბადებული, ისლანდიელი ჭადრაკის დიდოსტატი რობერტ ჯეიმზ „ბობი“ ფიშერი 2008 წლის 17 იანვარს გარდაიცვალა.
1972 წელს ერთადერთი ამერიკელი გახდა, რომელმაც ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატში გაიმარჯვა, სადაც დაამარცხა ჩემპიონი ბორის სპასკი მატჩში, რომელსაც საყოველთაოდ ერთი ამერიკელის ცივი ომის ბრძოლას უწოდებდნენ საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ. 1975 წელს მან უარი თქვა ტიტული დაცვაზე, ვინაიდან ფიდემ არ მიიღო მისი პირობები. შედეგად მას ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს.
1992 წელს ბორის სპასკისთან რემატჩის შემდეგ ფიშერი აშშ-ში აღარ დაბრუნებულა. შეჯიბრი იუგოსლავიაში ჩატარდა, რომელიც მაშინ გაეროს მკაცრი ემბარგოს ქვეშ იმყოფებოდა. ამ ფაქტმა აშშ-ს მთავრობასა და ფიშერს შორის კონფლიქტი გამოიწვია. შემდეგ ის უნგრეთში, მოგვიანებით კი იაპონიაში ცხოვრობდა. 2004 წელს იაპონიაში ის სამართალდამცველებმა დააკავეს ცხრა თვით, სადაც მას აშშ-ის პასპორტი ჩამოართვეს. 2005 წლიდან მას ისლანდიის მოქალაქეობა მიენიჭა, სადაც ის ცხოვრობდა კიდეც გარდაცვალებამდე. მისი ცხოვრების ბოლო ათწლეულში ის ცნობილი გახდა ანტიამერიკული და ანტისემიტური განცხადებებით, თუმცა მას თავად ჰყავდა დედა ებრაელი.