"დემოკრატიული მოძღაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის აზრით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, არასაპარლამენტო ოპოზიციისა და პარლამენტის თავმდჯომარის დავით ბაქრაძის შეხვედრები შედეგს ვერ მოიტანს. ამის შესახებ ბურჯანაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ბურჯანაძემ ეჭვქვეშ დააყენა ოპოზიციის მხრიდან აღნიშნული შეხვედრების საჭიროება და განაცხადა, რომ სააკაშვილის რეჟიმთან დიალოგი შეუძლებელია.
"ვერავინ მეტყვის ერთ მაგალითს მაინც, როდესაც სააკაშვილთან დიალოგმა რაიმე შედეგი მოიტანა", - განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ თვითონ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ბაქრაძესთან შეხვედრას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრები ირაკლი ალასანიამ და "ახალმა მემარჯვენეებმა" გამართეს.