10 სექტემბერი ჩრდილოეთ ოსეთში ვლადიკავკაზის ბაზარში მომხდარი ტერაქტის გამო გლოვის დღედ გამოცხადდა. ეს განკარგულება ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელმა ტაიმურაზ მამსუროვმა დღეს გამოსცა.
ჩრდილო ოსეთში ხვალ დაუშვებენ დროშებს და გაუქმებული იქნება ყველა გასართობი ღონისძიება.
"სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ამ ტერაქტის განხორციელებაში ჩართული ყველა დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი ისინი ლიკვიდირებულნი იქნებიან", _ ეს განცხადება დღეს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ტაიმურაზ მამსუროვთან დღეს გამართული პირდაპირი ტელეხიდის დროს.
"ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს ამ გარეწრების დასაჭერად, რომლებმაც ჩვეულებრივი ადამიანების წინააღმდეგ ბარბაროსული ტერაქტი განახორციელეს", _ განაცხადა მედვედევმა.
შეგახსენებთ, ვლადიკავკაზის ბაზარში მომხდარ ტერაქტს, ბოლო ინფორმაციით, 15 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ჩრდილო ოსეთის შს სამინისტროს მონაცემებით, აფეთქების სიმძლავრე 30-40 კილოგრამი ტროტილის ექვივალენტი იყო.