გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციაზე ლავროვის უწყების განცხადება საკმაოდ სუსტია, _ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ. მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსულმა დიპლომატიამ კიდევ ერთხელ წააგო.
"რუსეთის სს სამინისტროს განცხადება ძალიან სუსტია, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსულმა დიპლომატიამ კიდევ ერთხელ წააგო. ჩვენი მიზანია, ამ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის ასევე ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი სტატუსი შევინარჩუნოთ და მოხდეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეიგონში ჩვენი მოსახლეობის დაბრუნება. ამ კუთხით კი მნიშვნელოვანია ის რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია და აღნიშნა, რომ ქართველი დევნილების ქონებრივი უფლებების დაცვა უნდა მოხდეს და დაუშვებელია რუსეთისგან მათი ქონების მითვისება", _ განაცხადა ვაშძემ.
მისივე თქმით, ამერიკის შერთებულმა შტატებმა რუსეთს კიდევ ერთხელ დაუსვა სწორი დიაგნოზი, როდესაცა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა და რუსეთის ქმედებებს საქართველოს მიმართ ოკუპაცია კიდევ ერთხელ უწოდა.