საქართველოს პრეზიდენტმა მიხიელ სააკაშვილმა ქვეყნის საგარეო უწყების მუშაობას მაღალი შეფასება მისცა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სს მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ქართველი ელჩებისა და პრეიზდენტის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
"ამბასადორიალი არის ძალიან კარგი ტრადიცია, რომელიც უკვე მეორე წელია დამკვიდრდა. მნიშვნელოვანი იყო ელჩების მთავრობის წევრებთან შეხვედრა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მათი ქვეყნის პრეზიდენტტან შეხვედრა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა საგარეო უწყების მუშაობას მაღალი შეფასება მისცა, თუმცა აღნიშნა, რომ ახლა არ არის იმის დრო რომ მიღწეულით დავკმაყოფილდეთ, რათა ქვეყნის წინაშე გაცილებით მეტი მწვავე გამოწვევა დგას", - განაცახდა ვაშაძემ.
მისივე თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო თუ როგორ უნდა ჩაერთვნენ დიპლომატიური წარმომადგენლობები ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და ახალი ინვესტიციების მოზიდვაში. ვაშაძის ინფორმაციით, ამ კუთხით დავალებები ჩინეთის, იაპონიის, უკრაინის და ესპანეტის ელჩებმა მიიღეს