საქართველოს სს მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცახდებით იგი მზად არის თავის რუს კოლეგას დღესვე დაელაპარაკოს.
"როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ქართული მხარე მზად არის რუსეთთან უპირობო დიალოგისა, მაშინ კრემლმა პრეზიდენტის ეს წინადადება საკუთარ მოსახლეობას დაუმალა და არ გაუჟღერებია. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილასა და ნებისმიერ თემაზე დავიწყოთ მოლაპარაკება. იმისთვის, რომ მოხდეს ქვეყნის დეოკუპაცია აუცილებელია აგრესორთან მოლაპარაკებები დაიწყო და ამისთვის ქართული მხარე მზადაა", - განაცხადა ვაშაძემ.
მინისტრის განმარტებით, უპიპრველესად ეს მოლაპარაკებები უნდა შეეხოს ისეთ მტკივნეულ თემას როგორიც არის საქართველოს დეოკუპაციის საკითხი და დევნილების ღირსეული და უხიფათო დაბრუნება საკუთარ სახლებში.
"რუსეთში თუ ვინმეს სჯერა, რომ საქართველოში ნებისმიერი ხელისუფლების ან პარტიის მოსვლის შემთხვევაში მათ ვინმე ბორჯომზე და ქართულ ღვინოზე ისე დაელაპარაკება, რომ არ ახსენებს ქვეყნის დეოკუაპციასა და იმ 400 ათას დევნილს, რომლებიც უკანონოდ არიან აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგონიდან გამოდევნილები, ძალიან ცდებიან. მე შემიძლია გითხრათ რომ დღესვე მზად ვარ შევხვდე ჩემ რუს კოლეგას. ან თუ სურვილი ექნებათ ნებისმიერი ჩვენი მთავრობის წევრი თავის რუს კოლეგასთან დაიწყებს მოლაპარაკებას, თუმცა პირველ რიგში ეს მოლაპარაკება ქვეყნის დეოკუპაცისის საკითხით უნდა დაიწყოს", - განაცხადა ვბაშაძემ.
მისივე თქმით, ამაზე რუსული მხარე არასდროს არ წამოვა.