"ახალი მემარჯვენეები" საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მიმდინარე ეტაპზე ჩართვის არგუმენტად პროცესის პოლიტიკური რეჟიმში გადასვლას ასახელებენ. შესაბამისი განმარტება "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პარტიის ლიდერმა დავით გამყრელიძემ გააკეთა.
"ეს კომისია შეიქმნა აქციების დროს და რაც მათავარია თავდაპირველად მუშაობდნენ ექსპერტები. მაგრამ ახლა უკვე გადავიდა პოლიტიკური განხილვების რეჟიმში და ჩვენ საჭიროდ და აუცილებლად ვთვლით რომ ამ პროცესში მონაწილეობა მივიღოთ", - აცხადებს გამყრელიძე.
შეგახენებთ, რომ დღეს ახალი მემარჯვენეები კონსტიტიციის ახალ პროექტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და საკონსტიტუციო კომისიის წევრებს შეხვდნენ.