"ახალი მემარჯვენეებისათვის" სკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციებში ჩაბმული ოპოზიციის კრიტიკა მიუღებელია.
შესაბამისი განცხადებები ახალი მემარჯვენეების წარმომადგენლებმა დღეს საკონსტიტუციო კომისიაში დავით ბაქრაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთეს.
როგორც ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ "ჯი-ეიჩ-ენ-თან" საუბრისას განმარტა, მათ შეხვედრის სურვილი თავად გამოთქვეს, რათა ხელისუფლებისათვის გაეცნოთ ის შენიშვნები რაც კონსტიტუციასთან დაკავშირებით გააჩნიათ.
მამუკა კაციტაძე აღნიშნავს, რომ ქვეყნისათვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა კონსტიტუცია, აუცილებელია პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის გამართვა და პოლიტიკურ ძალებს შორის განსხვავებული პოზიციების მიუხედავად ოპოზიციის კრიტიკა მიუღებელია.
"ყველა პარტია გადაწყვეტილებას იღებს თავად. მისი გადასაწყვეტია ვის შეხვდება და ვის არა. საერთოდ იტყვის თუ არა თავის აზრს რამეზე და ა.შ. მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი შენიშვნები კონსტიტუციასთან დაკავშირებით ხელისუფებისთვის უნდა გაგვეცნო", - აცხადებს კაციტაძე და დასძენს, რომ "ხელისუფლების მხრიდან შენიშვნების დიდი ნაწილი ადეკვატურად იქნა მიღებული და თუკი ამ შენიშვნების გათვალისწინება მოხდება მაშინ ვიტყვით რომ შეხვედრა იყო შედეგიანი".
მამუკა კაციტაძის თქმით, სწორედ ამიტომ ოპოზიციის კრიტიკა მისთვის მიუღებელია.