სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის რაულ ხაჯიმბას საარჩევნო შტაბი აფხაზეთის ე.წ. ცესკოს მიმართვას უგზავნის, რომელშიც პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის სატელევიზიო დებატების გამართვის ინიციატივით გამოდის.
"ჩვენის აზრით, ამგვარი ფორმატი საშუალებას მისცემს ამომრჩევნებს უფრო ნათელი წარმოდგენა იქონიონ როგორც პრეზიდენტობის კანდიდატთა ისე მათი საპრეზიდენტო პროგრამების შესახებ. ამავე დროს ეს არის არჩევნების დემოკრატიული პროცედურის ერთ ერთი შემადგენელი ნაწილი, რომელიც უმაღლეს სახელმწიფო პოსტზე კანდიდატთა საჯარო შეჯიბრს გულისხმობს", _ ნათქვამია რაულხაჯიმბას საარჩევნო შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსნებთ, რომ სეპარატისტულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 12 დეკემბერსაა დაგეგმილი. ე.წ. აფხაზეთის პრეზიდენტობის პოსტზე კი ხუთი კანდიდატი აცხადებს პრეტენზიას.