ახალი მემარჯვენეები ხელისუფლებას ადგილობრივ თვითმმართვეობასთან დაკავშირებით ცალკე სთხოვენ საზოგადოებრივი განხილვის გამართვას. ამის შესახებ განცხადება ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ დღეს საკონსტიტუციო კომისიაში დავით ბაქრაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვილებათა პროექტში თვითმმართველობასთან დაკავშირებული თავი არის მთლიანად ახალი და, შესაბამისად, მის პოლიტიკურ ძალას მიაჩნია, რომ ამ თავის ცალკე განხილვა უნდა გაიმართოს. შესაბამისად, ხელისუფლებას განხილვის ორგნიზებას თხოვენ, სადაც მოწვეულნი იქნებიან ექსპერტები და საზოგადოების წარმომადგენლები და სწორედ მათთან იქნება აღნიშნული საკითხი განხილული და შეთანხმებული.
შეგახსენებთ რომ დავით ბაქრაძე საკონსტიტუციო კომიიის ოფისში საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტთა დაკავშირებით შეხვედრას მართავს არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილთან. დავით ბაქრაძეს გუშინ უკვე შეხვდა ირაკლი ალასანია, დღეს პირველი შეხვედრა გამართა ახალ მემარჯვენებთან. ამ წუთებში კი შეხვედრა მიმდინარეობს მრეწველებთან. ჯერჯერობით უცნობია კიდევ რომელი პოლიტიკური ძალა გამოთქვამს ხელისუფლებასთან შეხვერდის სურვილს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.