ტერორისტ-თვითმკვლელის ვინაობა რომელმაც დღეს ვლადიკავკაზის ბაზრის შესასვლელში ავტომობილი ააფეთქა დადგენილია. რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიკავკაზის ბაზართან აფეთქებული ავტომობილი აფეთქებამდე 20 წუთით ადრე ვლადიკავკაზში ინგუშეთიდან ჩავიდა.
"ცნობილი გახდა, რომ ავტომობილის საჭესთან იმყოფებოდა ადამიანი გვარად არჩიევი. თავად ავტომობილი ეკუთვნის ადამიანს გვარად დობრიევს. საბუთები აფეთქების შედეგად იქნა აღმოჩენილი. ავტომობილმა ინგუშეთის საზღვარი აფეთქებამდე 20 წუთით ადრე გადალახა", _ იუწყება რუსული მედია.
შეგახსენებთ, ვლადიკავკაზის ბაზარში მომხდარ აფეთქებას, ბოლო ინფორმაციით, 15 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ჩრდილო ოსეთის შს სამინისტროს მონაცემებით, აფეთქებს სიმძლავრე 25-30 კილოგრამი ტროტილის ექვივალენტი იყო.