"ახალი მემარჯვენეები" პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ აცხადებენ, რომ "თუ მოცემული პირობები შესურლდება მაშინ შეუძლიათ თქვან, რომ ეს შეხვედრა ნაყოფიერი იყო". ამის შესახებ განცახდებები ახალი მემარჯვენეების ლიდერმა და პარტიის წევრებმა საკონსტიტუციო კომისიაში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთეს.
როგორც დავით გამყრელიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე დეტალურად გაიარეს ყველა ის საკითხი, რაც ა"ხალ მემარჯვენეებს" პრობლემურად მიაჩნიათ და მისი თქმით, საკითხების ნაწილთან დაკავშირებით მათი არგუმენტები ხელისუფლებისთვის დამაჯერებელი აღომჩნდა.
"ყოველ შემთხვევაში ჩვენ მივიღეთ დაპირებები, რომ დაყენებული პრობლემებიდან გარკვეული საკითხები გათვალისწინებული იქნება. ეს არის პირობა და ვნახოთ როგორ შესრულდება", - აცხადებს "ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე.
რაც შეეხება იმ საკითხებს თუ რისი გათვალისწინებაც შეიძლება მოხდეს, დავით გამყრელიძის თქმით, ეს ეხება კონსტიტუციაში ორგანული კანონის ცნების დაბრუნებას და ასევე გამყრელიძის თქმით, "ახალმა მემარჯვენეებმა" დააყენეს საკითხი საკუთრების უფლების გაძლირების კუთხით. ამისათვის კი მიიჩნევენ, რომ საგადასახადო და შრომის კოდექსები უნდა ავიდეს ორგანული კანონის რანგში, რათა მასში ცვლილებების შეტანა არ იყოს ერთ რომელიმე პარტიაზე დამოკიდებული.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს იქნება საკუთრების დაცვისათვის და მეწარმებოს ხელის შეწყობისათვის დამატებითი საკონსტუტიციო გარანტი. უნდა ითქვას, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ამ საკითხს კატეგორიული უარით არ შეხვედრიან და, შესაძლოა, გათვალისწინებულიც იქნას", - აცხადებს გამყრელიძე.
გარდა ამისა, ახლების თქმით, საუბარი იყო მთავრობის ანგარიშვალდებულებაზე პარლამენტის წინაშე რაც გამოიხატება იმაში, რომ პრემიერ მინისტრმა პარლამენტს უნდა შეუთანხმოს მინისტრების დანიშვნის და გათავისუფლების საკითხი, რაც დღევანდელ პროექტში არ არის გათვალისწინებული.
ფიქრია ჩიხრაძის თქმით, ხელისუფლებისგან ამ საკითხზეც მიიღეს პასუხი რომ იმსჯელებენ და იმედოვნებენ, რომ ეს საკითხიც გათვალისწინებული იქნება.