კულტურის ყოფილი მინისტრი მიხეილ გიორგაძე კლინიკიდან გაწერეს
გიორგაძე ამ ეტაპზე რეაბილიტაციის კურსს გადის და თურქეთიდან საქართველოში მომავალ კვირას დაბრუნდება.
ცნობისთვის, მიხეილ გიორგაძე ნოემბერში ავარიაში მოყვა. მან თავის მძიმე ტრავმა მიიღო. ის თურქეთში, სტამბოლის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე იმყოფებოდა.