რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსის შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო, კარანტინი გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადობრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ალაქის ბავშვთა საავადმყოფოს ინფორმაციით, 25 დეკემბრიდან პაციენტთა მიმართვიანობა სულ მცირე სამჯერ არის გაზრდილი.
მათივე ცნობით, დღის განმავლობაში ამბულატორიულ დახმარებას 30-ზე მეტ მოზარდს უწევს. მათივე ინფორმაციით, გასულ წლებში ეს რიცხვი 10-ს არ აჭარბებდა.
ექიმების განცხადებით, პაციენტები ძირითადად მაღალი ტემპერატურით, საერთო სისუსტითა და პირღებინებით აკითხავენ, თუმცა არც ერთი მათგანის მდგომარეობა არ გართულებულა.