ვლადიკავკაზის ბაზარში მომხდარ აფეთქებას, ბოლო ინფორმაციით, 15 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ჩრდილო ოსეთის შს სამინისტროს მონაცემებით, აფეთქებს სიმძლავრე 30-40 კილოგრამი ტროტილის ექვივალენტი იყო. მათივე ინფორმაციით, დაჭრილთა რაოდენობა 85-ის ტოლია. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლთა და დაჭრილთა რაოდენობა საბოლოო არ არის და იგი შეიძლება გაიზარდოს.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქდა ბაზართან ახლოს მდგარი ავტომობილი, რომელშიც ჩრდილო ოსეთის შს სამინისტროს მონაცემებით შესაძლოა ორი ადამიანი იმყოფებოდა - მძღოლი და კიდევ ერთი.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ფაქტზე ჩრდილო ოსეთის მიმართულებით რუსეთის გენპროკურატურის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე "ტერორიზმის" მუხლით აღძრა.
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრ მედვედევმა კი შექმნილი მდგომარეობის გამო ჩრდილო-კავკასიაში თავის რწმუნებულს ვლადიკავკაზში ჩასვლა დაავადა. ამას გარდა, ჩრდილო ოსეთის მიმართულებით მოსკოვიდან საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს თვითმფრინავი გაიგზავნა, რომელმაც, საჭიროების შემთხვევაში დაჭრილები მოსკოვში უნდა გადაიყვანოს.