აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს სასჯელაღსრულების დაწესებულებში შესვლა აეკრძალოთ. ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შეზღუდვები მას შემდეგ დაუწესდათ, რაც საქართველოს პარლამენტმა „პატიმრობის შესახებ კანონი" მიიღო.
ამ კანონმა ცვლილებების შეტანა „უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ" კანონშიც მოითხოვა. ავტონომიის საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს სხდომაზე ეს საკითხი საკონსტიტუციო, იურიდიული და საპროცედურო კომისიის თავმჯდომარემ წარმოადგინა. დეპუტატებისთვის პენიტენციალურ სისტემაში შესვლის შესაძლო აკრძალვა ვიცე-სპიკერმა, „ქრისტიან-დემოკრატმა" ნიაზ ზოსიძემ გააპროტესტა. ამ საკითხზე დებატები 16 სექტემბერს, საშემოდგომო სესიის პირველ სხდომაზე გაგრძელდება.