ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებებმა რეგრესი განიცადა, _ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა.
მისი განმარტებით, რუსეთის ხელისუფლებისა და მარიონეტული რეჟიმების ძალისხმევით, იმის ნაცვლად, რომ ჟენევის მოლაპარაკებებს რაიმე შედეგი მოჰოყლოდა, პირიქით ამ მოლაპარაკებებმა უკვე რეგრესი განიცადა.
"აგრეთვე ჟენევის მოლაპარაკებებზე საუბარი იყო დევნილების დაბრუნების დროზე და ეს იდგა კითხვის ნიშნის ქვეშ და ახლა რუსული მხარე და მარიონეტული რეჟიმების მიერ უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ამ ადამიანების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებაც კი. ამ კუთხით კი გაეროს მიერ მიღებული რეზოლუცია რომელიც დევნილების დაბრუნებასა და მათ ქონებრივ უფლებებს ეხება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ნალბანდოვმა.
მისივე შეფასებით, რეზოლუციაში ჩაიდო ისეთი მნიშვნელოვანი პუნქტებიმ როგორიცაა ძალისმიერად დემოკრატიული ცვლილებების დაუშვებლოიბა, დევნილების ქონების დაცვა და მათი ღირსეული დაბრუნება.
"რუსული მხარის შეფასება, რომ საქართველომ რეზოლუციის მიღებას ავანტურის გზით მიაღწია, ჩვენთვის გასაგებია, რადგან სათქმელი მათ მეტი არაფერი აქვთ და ასეთ დროს ძირითადად ოპონენტების ლანძღვაზე გადადიან", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.