ჩრდილოეთ ოსეთის შს სამინისტროს განცხადებით, ვლადიკავკაზის ბაზარში მომხდარმა აფეთქებამ 12 ადამიანის სიცოცხლე წაიღო. მათივე ინფორმაციით დაჭრილია 80 ადამიანი.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ბაზართან ახლოს მდგარი "მერსედესის" ან "ვოლგის" ტიპის ავტომობილში იყო ჩამონტაჟებული.
ჩრდილო ოსეთის შს სამინისტრო ასევე იუწყება, რომ დაჭრილთა შორის ორი ბავშვია - წლინახევრის და სამი წლის. ბავშვების მდგომარეობა მძიმეა და მათ ოპერაცია უტარდება.
აღნიშნულ ფაქტზე ჩრდილო ოსეთის მიმართულებით რუსეთის გენპროკურატურის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე "ტერორიზმის" მუხლით აღძრა.
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრ მედვედევმა კი შექმნილი მდგომარეობის გამო ჩრდილო-კავკასიასI თავის რწმუნებულს ვლადიკავკაზში ჩასვლა დაავადა. ამას გარდა, ჩრდილო ოსეთის მიმართულებით მოსკოვიდან საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს თვითმფრინავი გაიგზავნა, რომელმაც, საჭიროების შემთხვევაში დაჭრილები მოსკოვში უნდა გადაიყვანოს.