საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ ვაშაკიძის შეფასებით, აუცილებელია თავდაცვის და საგარეო უწყებებმა კოორდინირებულად იმუშაონ.
"ქართველ ელჩებთან შეხვედრაეზე ვისაუბრე საერთაშორისო არენაზე ვისთან გვაქვს თანამშრომლობა, ასევე განვიხილეთ საკითხი თუ როგორ უნდა მოხდეს უფრო მეტი კოორდინირება საგარეო უწყებასა და თავდაცვის უწყებას შორის", - განაცხადა ვაშაკიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მან ქართველ დიპლომატებს კონკრეტული პროგრამები და წინადადებიც გააცნო.