ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი საქართველოს კვლავ მზარდ აგრესიაში დაადანაშაულებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ თბილისი არ აპირებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ძალისმიერი გზით დაბრუნებაზე უარის თქმას.
ამ საკითხის წამოჭრას კარასინი ჟენევის ხვალინდელ შეხვედრაზე აპირებს.
იმავე შეფასებებს აკეთებენ მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები. კოკოითის წარმომადგენელი ჟენევის მოლაპარაკებებზე ბორის ჩოჩიევი ამბობს, რომ ის შეძლებს ჟენევაში იმ დამამტკიცებელი მასალის წარმოდგენას, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს მხრიდან მორიგი აგრესიაა მოსალოდნელი.