11 სექტემბერს აჭარაში მთავრობის გასვლითი სხდომა იგეგმება. სხდომა ბათუმში გაიმართება და მას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წარუძღვება.
მიხეილ სააკაშვილი მინისტრებს კონკრეტულ დავალებებს მისცემს ინვესტიციების მოზიდვის კუთხით გააქტიურებასთან დაკავშიებით. ასევე დაინტერესედება თუ როგორ მიმდინარეობს ზამთრის ტურიზმის ინფრასტრუქტურის მშენებლობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.
პრეზიდენტი მინისტრებისგან მოისმენს მათ სფეროებში არსებულ ვითარებას.
მოსალოდენელია, რომ მიხეილ სააკაშვილი პრივატიზაციის საკითხებითაც დაინტერესდეს.