თვითმკვლელობა მოხდა თბილისში, ქვემო "ზეემკის" მიმდებარე ტერიტორიასთან. 46 წლის ზურაბ თხინვალელი ქვემო "ზეემკისა" და რუსთავის დამაკავშირებელი რკინიგზის ხიდიდან მტკვარში გადახტა და თავი დაიხრჩო.
წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილი ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მისი წყლიდან ამოყვანა სამაშველო ჯგუფებმა დროულად მოხერხეს, მაგრამ სასწრაფო დახმარების ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
გარდაცვლილი ისანი-სამგორის რაიონის პროზექტურაში გადაასვენეს, სადაც მას ექსპერტიზა ჩაუტარდება.