"რუსეთის ხელისუფლება ბოლო პერიოდში კიდევ უფრო ავტორიტარული და აგრესიული გახდა", - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა
ჯონ მაკკეინმა ვაშინგტონში ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სენატორმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გააპროტესტა და თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და საგარეო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა.
სენატორის ამ მოსაზრებას ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორებიც შეუერთდნენ.