პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით ალასანიას შენიშვნები კონცეპტუალურად განსხვავდება შემუშავებული მოდელისაგან და ვარაუდობს, რომ ამის გამო შენიშვნების გათვალისწინება ვერ მოხერხდება. ეს განცხადება ბაქრაძემ დღეს საკონსტიტუციო კომისიაში ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
როგორც ბაქრაძე აღნიშნავს, ალასანიას პარტია მხარს უჭერს უფრო ძლიერ საპრეზიდენტო მმართველობას. შემუშავებულ მოდელში კი პარლამენტარიზმის უფრო მეტი ელემენტია შეტანილი და მიიჩნევს, რომ შემუშავებული პროექტი ქვეყნისათვის უფრო მისაღებია. შესაბამისად ირაკლი ალასანიას შენიშვნების გათვალისწინებას გაუმართლებლად მიიჩნევს.
"კონსტიტუცია უნდა განსაზღვრავდეს სამართლიან პრინციპებს და პრინციპი არის ის, რომ ვინც იგებს არჩევნებს ის განსაზღვრავს მმართველობას და იმის შიშით თუ ვინ სად იქნება რაიმეს შეცვლა არ შეიძლება. ახლა ნუ ვისაუბრებთ იმაზე, სამი წლის შემდეგ ვინ სად იქნება. მთავარია რომ ყველას ეძლევა შანსი და ეს არის სამართლიანი მიდგომა", - განაცხადა ბაქრაძემ.
ამასთან იგი აქცნეტს აკეთებს იმაზე, რომ ქვეყნისათვის მნივშნელოვან საკითხებზე პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგი არის აუცილებელი თუნდაც მათი ხედვები განსხვავდებოდეს.
"ცხადია, ერთ ასეთ შეხვედრაზე პრობლემები ვერ გადაწყდება, მაგრამ მთავარია ის რომ ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ დიალოგი მაშინაც კი როდესაც ჩვენი ხედვები განსხვავდება, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და საზოგადოების სიმშვიდისათვის აუცილებელია პოლიტიკოსები ერთმანეთს ესაუბრებოდნენ და პრობლემებს მოლაპარაკებათა მაგიდასთან წყვეტდნენ", _ აცხადებს დავით ბაქრაძე.