ხვალ, 9 სექტემბერს, ამბასადორიალი დაიხურება. მანამდე კი დილით ქართველ ელჩებთან შეხვედრას სასჯელთაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე, ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე, შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გამართავენ.
ხვალვე შემაჯამებელი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან 16:00 საათზე გაიმართება, რის შემდეგაც ფოტოსესია მოეწყობა.
ამბასადორიალის ბოლოს კი ქართველი ელჩები საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ავლაბრის რეზიდენციაში შეხვედებიან. შეხვედრის დასრულების შემდეგ დაგეგმლია რესტორან მეტეხის ჩრდილში მიღება.
შეგახსენებთ, რომ ამბასადორიალი სასტუმრო "რედისონში" 7 სექტემბერს გაიხსნა. ქართველ ელჩები შეხვდნენ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილს, საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსს, სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძეს, კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრს ნიკა რურუას, დიაპსორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაპუნა დავითაიას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიას, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროს გელა ბეჟუაშვილს და სუამის გენერალური მდივან ვალერი ჩეჩელაშვილს. ამბასადორიალს ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები სტუმრობდნენ. კერძოდ კი ქართველი დიპლომატების წინაშე მოხსენებით წარსდგნენ ესტონეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სტუმრობდნენ.