აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ბარამიას შეფასებით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა შესახებ რეზოლიციის მიღება წინ გადადგმული ნაბიჯია.
"გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა შესახებ რეზოლუციის მიღება, რომელიც დევნილთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების და მათ ქონებრივ უფლებებს აღიარებს, წინ გადადგმული ნაბიჯია და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდის წინ, რომელიც ოქტომბერში გაიმართება. Eეს რეზოლუცია, კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის მაგალითია რომელთა შორის ტრადიციულად რუსული მხარის პოზიციის გამზიარებელი ქვეყნებიც არიან", - აცხადებს ბარამია.
მისივე შეფასებით, მიუხედავად რუსული მხარის წინააღმდეგობისა, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ქართული მხარის მიერ ინიცირებული რეზოლუცია მაინც მიიღო, რაც ქართული დიპლომატიის უდაო წარმატებად უნდა შეფასდეს.