ქართულმა დიპლომატიამ ალბათ დიდი ძალისხმევა გამოიყენა იმისთვის, რომ გაეროში დევნილების შესახებ რეზოლუცია მიეღოთ. ამის შესახებ ეუთოს გენერალურმა მდივანმა მარკ ტერინ დე ბრიშამბომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"გაერო თვისობრივად სულ სხვა ორგანიზაციაა. სხვა წევრი ქვეყნებით და ძნელი იქნება ჩემი მხრიდან მიღებული რეზოლუციის შეფასება, თუმცა ალბათ ქართულმა დიპლომატიამ დიდი ძალისხმევა გამოიყენა, რომ მისი მიღებისთვის მიეღწია და ამით თქვენ კმაყოფილები უნდა იყოთ", - განაცხადა ბრიშამბომ.
მისივე თქმით, ეუთოსთვის დევნილების თემა მნიშვნელოვანი საკითხია და მიაჩნია, რომ ადგილნაცვალი პირები საკუთარ სახლებს აუცილებლად უნდა დაუბრუნდნენ.