ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრ შტუბისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში დასრულდა. ვაშაძისა და სტუბის ერთსაათიანი დახურული შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხებს შეეხებოდა. როგორც ალექსანდრ სტუბმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ასოცირების შესახებ შეთანხმება, ვიზების გამარტივების საკითხი და ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. მისი თქმით, მხარეებს შორის საუბარი ამ თემებსაც შეეხო.
შეგახსენებთ, რომ მოგვიანებით, ალექსანდრ სტუბი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებს შეხვდება.