11-12 სექტემბერს თბილისი მსოფლიო პრეზიდენტთა ორგანიზაციის ევროპული განყოფილების წლიურ შეხვედრას WPO EuroChapter Georgia Meeting
უმასპინძლებს.
ჭPO არის გლობალური გაერთიანება, რომელშიც გაწევრიანებულია 4 600-ზე მეტი ბიზნესმენი - მსხვილი კომპანიების მმართველები და დამფუძნებლები 70 ქვეყნიდან. ორგანიზაცის წევრთა დელეგაციები რეგულარულად ახორციელებენ გაცნობითი ხასიათის ვიზიტებს სხვადასხვა ქვეყნებში Qქვეყნის საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატის შესასწავლად.
ამჯერად საქართველოში ჩამოდის მსოფლიო პრეზიდენტთა ორგანიზაციის ევროპის ფილიალის "WPO EuroChapter 30-მდე წევრი.
11-12 სექტემბერს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელშეწყობით, სასტუმროში "თბილისი მარიოტში", გაიმართება კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ მიიღონ ინფორმაცია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, და საქართველოს მთავრობის წვერები.