დიპლომატიური კორპუსი საკონსტიტუციო ცვლილებებს დადებითად აფასებს და იმედოვნებს, რომ საქართველოს განვითარებას ეს რეფორმები მნიშვნელოვნად წაადგება.
დიპლომატების პოზიციის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დიპკორპუსთან გამართული შეხვერდის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
საქართველოში აკრედიტებული დიპკორპუსის წარმომადგენლები პარლამენტის თავმჯდომარეს და საკონსტიტუციო კომისიის წევრებს დღეს პარლამენტში შეხვდნენ.
ბაქრაძის გადაწყვეტილებით, იმისთვის რომ განხილვა უფრო კომფორტული და არსებითი ყოფილიყო, დახურული ფორმატი გაიმართა.
შეხვედრის შემდეგ კი კომენტარი ჟურნალისტებთან მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. ბაქრაძის განცხადებით დიპ კორპუსი ცვლილებებს უაღრესად დადებითად აფასებს.
"მთლიანობაში იყო უაღრესად დადებითი შეფასება. ასევე იყო შეკითხვებიც რომელიც დეტალების დაზუსტებას ითავლისწინებდა. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, მთლიანობაში დამოკიდებულება არის დადებითი და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ პროცესის არა მხოლოდ შიდა გამჭვირვალობა, არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებასთან შეხვედრა, არამედ ისიც რომ ეს პროცესი იყოს შეჯერებული ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან", _ განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საერათაშორისო საზოგადოებასთან კონსულტაციები კიდევ გაგრძელდება. უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩამოვა ვენეციის კომისის დელეგაცია და ევროსაბჭოს იურიდიული კომიტეტის წარმომადგენლები, რომლებიც სწორედ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იმუშავებენ. რაც ბაქრაძის თქმით ქვეყნისათვის უაღრესად მნივშნელოვანი იქნება.
"ჩვენ მზად ვართ მქსიმალურად გამჭვირვალედ ვიმუშაოთ ყველა ჩვენს უცხოელ პარტნიორთან, რათა ახლი კონსტიტუცია მართლაც იყოს საუკეთესო და ევროპული ტრადიციების შესაბამისი" - აცხადებს ბაქრაძე.