თუ რომელიმე პარტიისათვის კომფორტულია იმის თქმა, თითქოს საკონსტიტუციო ცვლილებებზე სამუშაო პროცესში ჩართვა იყო ხელისუფლების შეთავაზება, მაშინ ჩათვალოს სწორედ ასე, _ ეს განცხადება დავით ბაქრაძემ "ჯი-ეიჩ-ენ-თან" საუბრისას გააკეთა.
"ჯი-ეიჩ-ენ"-ის კითხვაზე კი თუ რომელი მხრიდან იყო პირველი შეთავაზება გაკეთებული დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ "ეს იმას გავს ამერიკელები და რუსები ტელეფონით რომ საუბრობენ და მერე რუსები ამბობენ, რომ ეს იყო ამერიკელების შეთავაზება, მაგრამ თუკი ვინმესთვის უფრო კომფორტულია იმის თქმა რომ ეს იყო ხელისუფლების შეთავაზება, მაშინ იყოს ასე", - განაცხადა ბაქრაძემ.
ამ წუთებში შეხვედრა დაიწყო დავით ბაქრაძესა და ალანსაიას შორის, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის ოფისში იმართება. შეხვედრას დახურული ფორმატით მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე ალასანიას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გარკვეული სიგნალები იყო ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რათა ამ პროცესში ჩართულიყვნენ. ამ ფორმატით პირველი შეხვედრა დღეს ირაკლი ალასანიასთან დაინიშნა. მოგვიანებით გაკეთდა განმარტება, ირაკლი ალასანიას პარტიის მხრიდან, რომ ეს იყო არა მათი სიგნალი, არამედ დავით ბაქრაძემ გუშინ შესთავაზა მათ რომ შეხვედროდნენ და ეს შეთავაზება მათი მხრიდან იქნა მიღებული.