ეუთოს მომავალი სამიტი იმედია საქართველოს და რუსეთის შერიგებისა და რეკონსტრუქციის საფუძველი გახდება. ასეთი განცხადება გააკეთა თბილისში მყოფმა ეუთოს გენერალურმა მდივანმა მარკ პერილ დე ბრიშამბომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
"2 დეკემბერს ასტანაში დაგეგმილია ევროპული ოჯახის წევრი ქვეყნების ეუთოს სამიტი, რომელიც 11 წლის განმავლობაში პირველად იმართება და იმედი გვაქვს, რომ ეს სამიტი რუსეთსა და საქართველოს შორის შერიგებისა და რეკონსტრუქციის საფუძველი გახდება. აღნიშნულთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინიტსრთან შეხვედრაზე მოსამზადებელ სამუშაოებზე ვისაუბრეთ, რადგან ამ მოსამზადებელ სამუშაოებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რომ ქართველმა დიპლომატებმა კარგად წარმოაჩინონ ის პრობლემატიკა, რომელიც ქვეყანას აწუხებს და სათანადოდ მოხდეს მათი ასახვა მიღებულ დოკუმენტებში", - განაცხადა ბრიშამბომ.
მისივე თქმით, ეუთოსთვის საქართველოს საკითხი ყოველთვის მნიშვნელოვანია და ყოველ შეხვედრაზე დღის წესრიგში დგას. ასევე ეუთო აქტიურად არის ჩართული ჟენევის მოლაპარაკებებში, რომელიც მიზნად ისახავს მხარეებს შორის ნდობის აღდგენასა და საქრათველს კონფლიქტურ რეიგონებში ეუთოს მისიის დაბრუნებას.
გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ეუთოს გენერალურ მდივანთან ასტანაში დაგეგმნილი სამიტის გარდა განიხილეს თუ როგორ უნდა მოხდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეუთოს მისიის დაბრუნება.
კერძოდ, მხარეები შეეხნენ ჯერ კიდევ ეუთოში საბერძნეთის თავმჯდომარეობის დროს მომზადებულ პროექტს, რომელიც აღნიშნული ორგანიზაციის ე.წ. სამხრეთ ოსეთში შესვლას ითვალისწინებდა.
ამასთან ვაშაძემ ბრიშამბოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქრათველოს სახელმწიფო სტრატეგია გააცნო და აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმა სრულად უახლოეს მომავალში იქნება მიღებული.