აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე თანაშემწე თინა ქეიდენაუ კავკასიის ტურნეს ფარგლებში საქართველოსაც ეწვევა.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" აშშ-ში საქართველოს ელჩმა ბათუ ქუთელიამ განუცხადა.
მისი თქმით, ამერიკულ მხარესთან ვიზიტის დეტალებს შეთანხმება ამ დროისთვის მიმდინარეობს და სავარაუდოდ ქეიდენაუ თბილისს 10 სექტემბერს ეწვევა.