იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი გოცირიძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მისი განცხადება უკვე დააკმაყოფილა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გიორგი გოცირიძემ განუცხადა, თანამდებოდან გადადგომის შესახებ უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს საკუთარი სურვილით მიმართა. გოცირიძე თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებზე არ საუბრობს.
გიორგი გოცირიძე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე 2004 წლის ივნისიდან მუშაობდა.