დომინო, ფეხბურთის შემდეგ აფხაზეთში ყველაზე პოპულარული თამაშია. ამ სიტყვებით დაიწყო აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა დომინოს საერთაშორისო ფედერაციის, აშშ-ს დომინოს ფედერაციისა და ვენესუელის დომინოს ფედერაციის პრეზიდენტებთან შეხვედრა სოხუმში.
დომინოს ფედერაციის პრეზიდენტების სეპარატისტულ აფხაზეთში ჩასვლის მიზანი იმ პირობების გაცნობაა, რომელიც შეუძლია აფხაზეთს შექმნას იმისათვის რათა იქ დომინოში 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდეს.
"ჩემპიონატის ჩატარების კომისიას პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა უხელმძღვანელებს. სიტუაცია მთლიანობაში კი ჩემი პირადი კონტროლის ქვეშ იქნება", _ განაცხადა ბაღაფშმა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სოხუმში დღეს დომინოს ფედერაციების პრეზიდენტების პრესკონფერენციაც იგეგმება.