ხვალ, 9 სექტემბერს, 10:00 საათზე სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ცენტრალური საარჩევნო კომისია და ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის (ACEEEO) წარმომადგენლები მედიის წარმომადგენლებისთვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ თემაზე: „ევროპის საარჩევნო პოხელეთა ასოციაციის მეცხრამეტე კონფერენცია საქართველოში".
10:30 საათზე კი ევროპის საარჩევნო პოხელეთა ასოციაციის მეცხრამეტე კონფერენცია დაიწყება, რომელსაც ოფიციალურად გახსნის პარლამენტის თავმჯდომარე ბ-ნი დავით ბაქრაძე, ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი და ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის თავმჯდომარე ზოლტან ტოტი.
სამდღიან კონფერენციას, რომელიც სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მასპინძლობს და მას 39 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების დაახლოებით 150-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრება. კონფერენციაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები, საქართველოს მთავრობის, პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
კონფერენციის მასპინძლები არიან ცენტრალური საარჩევნო კომისია და ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაცია (ACEEEO). ღონისძიების მხარდამჭერები არიან საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).
2010 წელს საქართველო ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის პრეზიდენტი ქვეყანა გახდა.