ხანძარი გაჩნდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ცეცხლი ოსურ სოფლებში წინაგარასა და დულეთში ხეხილის ბაღებს გაუჩნდა. ქარის შედეგად, ცეცხლი გორის რაიონის სოფელ ბერშუეთშიც გადავიდა.
ხანძრის ჩაქრობა ადგილობრივმა მოსახლეობამ და სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა შეძლეს, თუმცა ხე-ხილის ბაღები მაინც დაიწვა.