უახლოეს მომავალში შეიქმნება ერთობლივი აფხაზურ-რუსულ კომისია, რომელიც აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების ქონებრივი უფლებების საკითხებზე იმუავებს. ეს განცხადება სერგეი ბაღაფშმა სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, აფხაზური მხარის მხრიდან აღნიშნული კომისიის თავმჯდომარე შესაძლოა თავად იყოს, რუსული მხრიდან კი ამ კომისიას ე.წ. რუსეთის ელჩი აფხაზეთში სემიონ გრიგორიევი უხელმძღვანელებს. კომისიაში 12 წევრი იქნება.
"ჩვენ მშვიდ ატმოსფეროში ერთობლივი მუშაობის პრინციპებს შევათანხმებთ და ყველა სადაო საკითხს სამართლებრივ ჩარჩოში გადავჭრით" - აცხადებს ბაღაფში და დასძენს, რომ ქონებრივი უფლებების შესახებ საკითხი ძალიან მტკივნეულია და არ არის საჭირო ყველაფრის აფხაზურ მხარესთვის გადაბრალება.
მისი ინფორმაციით, 1220 რუსეთის მოქალაქეს აფხაზეთში საცხოვრებელი უკვე დაუბრუნეს.