ე.წ. სამხრეთ ოსეთში 16 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის კომენდანტის საათი შემოიღეს. ოსური მედიის ინფორმაციით, საღამოს საათებში მათ ქუჩაში უფროსების გარეშე მარტო ყოფნა ეკრძალებათ.
"სამხრეთ ოსეთში ბავშვებსა და მოზარდებს (16 წლამდე) ეკრძალებათ ქუჩებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნა 20:00 საათიდან 06:00 საათამდე მეთვალყურეების გარეშე ყოფნა ეკრძალებათ.
ასევე აკრძალულია არასრულწლოვანებისთვის ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის მიყიდვა", _ აცხადებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის განათლების, ახალგაზრდობისა და ახალგაზრდული პოლიტიკის ე.წ. მინისტრი ელზა ჯიოევა.