"ქართველ ელჩებთან ჩემი შეხვედრა არის კარგი შესაძლებლობა, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი მესიჯი გადავცე", - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ სტუბმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც სტუბმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ფინეთი საქართველოს ევროკვაშირში ინტეგრაციას მხარს უჭერს და მოხარულია, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გამარტივების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.
ამასთან, ფინეთის საგრეო უწყების ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ უახლეს მომავალში ქართველი და ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები ერთმანეთთან მიმოსვალას უვიზოდაც შესძლებენ.
"მეორე მნიშვნელოვანი მომენტი ის, რომ ევროკავშირთან საქართველომ ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე მუშაობა დაიწყო და მესამე, რაც თქვენმა ქვეყნამ უნდა გააკეთოს, ეს იქნება ევროპის ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭო ურთიერთობების დამყარება, რაც საქართველოს ევროპასთან კიდევ უფრო დაახლოვებს", - აღნიშნა სტუბმა.
მისივე თქმით, ევროკავშირში გასაწევრიანებლად ფინეთმაც დიდი გზა გაიარა, თუმცა მიაღწია იმას, რომ დღეს იგი მისი სრულფასოვანი წევრია.