აფხაზ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში იმედს არ კარგავს, რომ თურქეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
"ვგეგმავ თურქეთში ჩასვლას და იქ აფხაზურ დიასპორასთან შეხვედრას" - განაცხადა ბაღაფშმა.
მისივე თქმით, მას კარგად ესმის, რომ დიდ პოლიტიკაში თავის სირთულეები არსებობს, თუმცა ბაღაფშის განცხადებით რიგი საკითხების გადასაჭრელად თურქული მხარე მზადაა, აფხაზეთი კი ცდილობს კარგი ურიერთობა ჰქონდეს თურქეთის რესპუბლიკასთან.
"აქამდე თურქეთში არ წავსულვარ. არ მინდოდა ეს ქვეყანა უხერხულ მდგომარეობაში ჩამეყენებინა. იქ ხომ უამრავი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს. თუმცა ეს არასწორია, რომ აფხაზეთს პრეზიდენტი 5 წლის განმავლობაში ერთხელ არ ყოფილა თურქეთში, სადაც მრავალრიცხოვანი აფხაზური დიასპორა ცხოვრობს. ამგვარი ვიზიტი შედგება" - განაცხადა ბაღაფშმა.
შეგახსენებთ, რომ სერგეი ბაღაფშს თურქეთში ჩასვლის რამდენიმე წარუმატებელი მცდეობა ჰქონდა.