აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მრჩეველი ევრაზიის საკითხებში თინა ქეიდენაუ სამხრეთ კავკასიურ ტურნეს იწყებს. თინა ქეიდენაუ 8 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავა და შეხვედრებს გამართავს, როგორც პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ასევე, დიპლომატიური წრეების წარმომადგენლებთან.
აზერბაიჯანის შემდეგ თინა ქეიდენაუ სომხეთს ეწვევა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მრჩეველი ბაქოსა და ერევანში ყარაბღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხებზე და მინსკის ჯგუფის ფარგლებში არსებულ ინიციატივებზე იმსჯელებს.
შეგახსნებთ, რომ თინა ქეიდენაუმ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მრჩეველის პოსტზე მეთიუ ბრაზია შეცვალა, რომელიც ამჟამად აზერბაიჯანში აშშ-ს საგანგებო და სრლუფლებიანი ელჩია.
ჯერ- ჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია რეგიონალური ტურნეს ფარგლებში თინა ქეიდენაუს საქართველოში ჩამოსვლის შესახებ.