თელავში, ერეკლე მეორეს გამზირზე 70 წლამდე ასაკის მამაკაცს ზებრა გადასასვლელზე ავტომობილი დაეჯახა.
მამაკაცი სხვადასხვა სახის დაზიანებებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.